დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია ხვალ 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2014/იანვარი/08 21:00:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხვალ, მინისტრი დავით ნარმანია 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სამინისტროს მიერ 2014 წელს განსახორიცლებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი ლოტების მშენებლობა, წყალმომარაგების კუთხით დაგეგმილი სამუშოები, სხვა მიმართულებები.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებია: რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა", _ აცხადებენ სამინისტროში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია