დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მანანა კობახიძე - უნდა დაკომპლექტდეს "საზოგადოებრი მაუწყებლის" ისეთი ბორდი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება
ავტორი:
2014/იანვარი/08 09:00:02
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, უნდა დაკომპლექტდეს "საზოგადოებრი მაუწყებლის" ისეთი ბორდი, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "საზოგადოებრი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს კანდიდატურებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა თავად უმრავლესობაში, რადგან საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე. მისივე თქმით, ამ თემაზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატების წარდგენის საკითხს ერთპიროვნულად არ წყვეტს არც მანანა კობახიძე, არც დავით უსუფაშვილი. ეს გადაწყვეტილება მისაღებია ფრაქციების მიერ, უმრავლესობის მიერ, უმცირესობის მიერ. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ, განვიხილავთ და მიიღება ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია უმრავლესობისთვის, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და მას სჭირდება ხმათა ის აუცილებელი რაოდენობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა, ცხრიდან ექვსი ადგილი კი ვაკანტური დარჩა. ამასთან, უმრავლესობა ბორდში მისთვის განსაზღვრულ სამ ადგილზე მხოლოდ ერთ კანდიდატთან დაკავშირებით შეჯერდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია