დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია გამოქვეყნდა
ავტორი:
2014/იანვარი/06 11:30:03
ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში სამი ბინის, ერთი ავტოფარეხის და ორი არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად , ერთი ბინა და ავტოფარეხი გაგარინის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო ორი ბინა და ორი არასაცხოვრებელი ფართი – მოსაშვილის ქუჩაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mersedes Benz, ასევე 10 ათასი ლარი.
პრემიერს რამდენიმე ანგარიში აქვს ბანკ "ქართუში", რომელთაგან ერთ-ერთ ანგარიშზე 26 061 ლარი აქვს.
რაც შეეხება ანაზღაურებად სამუშაოს, რომელსაც პრემიერი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა ასრულებდა, დეკლარაციის თანახმად, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ირაკლი ღარიბაშვილმა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარეობიდან 15 476.19 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, შპს "ქართულ ოცნებაში" დირექტორად მუშაობით – 131 250 ლარი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას – 7879.35 ლარი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია