დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სანდრა რულოვსი - ჩემს მეუღლეს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს
ავტორი:
2014/იანვარი/06 11:00:03
საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ გაზეთ Trouw-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემს მეუღლეს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს. მას შეუძლია წეროს წიგნები, წაიკითხოს ლექციები, თუმცა ეს არ არის მიშა. ის გრძნობს, რომ ამისთვის მზად არ არის", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა მიხეილ სააკაშვილს, როცა ის პრეზიდენტის იმუნიტეტს დაკარგავდა.
"გასულ წელს მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა და იქიდან მოყოლებული, ახალმა ხელისუფლებამ ჩემი ქმრის გარემოცვის წევრების მიმართ შურისმაძლიებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოფილი მინისტრები გაასამართლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი დაპატიმრებულია. დიპლომატები ჩემს ქმარს ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ, სწორედ ამიტომ მან ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, მას ბევრ ადგილას სიამოვნებით ხვდებიან. თუმცა, რთულია როცა იცი, რომ შენი ქმარი იმას არ აკეთებს, რისი გაკეთებაც უნდა და ის არ არის, ვინც უნდა, რომ იყოს", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას და არ არის ამ პოზიციით დაინტერესებული.
"ჩემი მეუღლე ამ პოზიციით არ არის დაინტერესებული. ასე რომ, მომავალში გამორიცხულია ჩემი პირველი ლედობა. თუმცა, არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე", - აღნიშნა ჰოლანდიურ გაზეთთან ინტერვიუს დროს სანდრა რულოვსმა.
ამასთან, როგორც საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ განაცხადა, პოლიტიკაში წასვლის სურვილი არც თავად აქვს, რადგან პოლიტიკა ბინძური თამაშია და მასზე ალერგია გამოუმუშავდა.
ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სანდა რულოვსმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებისა, ის დღემდე დიდ ყურადღებას გრძნობს ქართველი ხალხის მხრიდან.
"საბედნიეროდ, ქართველების მხრიდან კვლავ დიდ ყურადღებას ვგრძნობ. ქუჩაში გასულს ყურადღების მიღმა არ მტოვებენ, სურათის გადაღებას მთხოვენ, დიდ ინტერესს იჩენენ. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ერთადერთი რაც მართლა შეიცვალა, ჩემი დღის წესრიგია. ახლა უფრო ნაკლები ვალდებულებები მაქვს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია