დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე პრემიების მხოლოდ რიგით თანამშრომლებზე გაცემას ეთანხმება
ავტორი:
2014/იანვარი/04 21:00:03
ვფიქრობ, ხელფასი უნდა ეყოს ადამიანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, რითაც ის ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ გასული წლის განმავლობაში მიღებული პრემიების საკითხს გამოეხმაურა.
საგანელიძის აზრით, პრემიების გაცემის მომხრე მხოლოდ რიგითი თანამშრომლების შემთხვევაშია.
"პრემიების თემა ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია. პირადად მე, მომხრე ვარ ის გაიცემოდეს რიგითი თანამშრომლებისთვის, როდესაც ის კარგად მუშაობს, ან ცოტა ზარმაცობს, რითაც მისი გარკვეული სტიმულირება მოხდება. საკუთარ თავზე პრემიის გამოწერასთან დაკავშირებით, ცოტა თავშეკავებულ პოზიციას გამოვთქვამ. ვფიქრობ, ხელფასი უნდა ეყოს ადამიანს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება, ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ გასული წლის განმავლობაში შეძენილ მატერიალურ ქონებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს.
"როცა გაქვს შემოსავალი, შესაძლოა, აიღო იპოთეკური სესხი. ამით შეიძლება რომელიმე მინისტრმა ისარგებლა. მთავარია, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. იმაზე, რაც არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დასვათ კითხვები", - დასძინა დავით საგანელიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია