დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ყველა საპრეზიდენტო რეზიდენციაზე უარი თქვა
ავტორი:
2013/დეკემბერი/31 08:30:02
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან პრეზიდენტის ყველა რეზიდენციაზე უარი თქვა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, როდესაც თანამდებობის პირების მიერ ფუფუნების საგნების შეძენასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
მარგველაშვილმა აქცენტი უშიშროების საბჭოზე გააკეთა და აღნიშნა, რომ არანაირი ფუფუნების საგნის შეძენა იქ არ მომხდარა. "იქ მოხდა კომპიუტერის, მობილურის, რაღაც ჩანთის შეძენა. ასევე მოხდა იგივე მარკის მანქანის შეცვლა. ჩემი აზრით, ამაზე რეაქცია ემოციურად გადაჭარბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყველა რეაქცია მისაღებია, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პირველი რეაქცია იმაზე, რომ საზოგადოებამ უცებ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო",-განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ასეთ თემებს არ არეგულირებს სტანდარტები, არამედ, მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოება თავის პოზიციას გამოხატავს, თუნდაც კრიტიკულს.
"ერთის მხრივ შეიძლება იყოს უსიამოვნო და მოგვიხდეს თავის მართლება, შეიძლება იყოს დისონანსურიც, როდესაც მე მაგალითად, მართლა ფუფუნების საგნებზე ვთქვი უარი. არა 10, 20 ათასის ოდენობის, არამედ რამდენიმე ათეული მილიონობით ქონებაზე ვთქვი, რომ ეს უნდა გადაეცეს ხალხს. ვგულისხმობ რეზიდენციებს საქართველოს მასშტაბითაც. ჩემი მხრიდან რეზიდენციების ბედი გადაწყვეტილია. დანარჩენი უკვე დეტალებია, რა განხორციელდება. ჩემი მხრიდან უარი იქნა ნათქვამი. ამ მომენტში, იგივე ადამიანები, ვინც შემდეგ აკრიტიკებდნენ მობილურის და ლეპტოპის შეძენას, იგივე ადამიანები მაკრიტიკებდნენ უნდაც ამ ნაბიჯში",-განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია