დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ფარცხალაძის მაგალითი გაკვეთილი უნდა იყოს მთავარი პროკურორობის მსურველებისთვის
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 23:00:02
იუსტიციის მინისტრიც და პრემიერიც უნდა იცნობდნენ მთავარ პროკურორს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
ამით უსუფაშვილი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომ თავის დროზე ოთარ ფარცხალაძეს თეა წულუკიანი არ იცნობდა და უნდა იცნობდეს თუ არა იუსტიციის მინისტრი მთავარ პროკურორს.
"ეს კონკრეტული საკითხი ჩემი აზრით მთავარი პროკურორობის მსურველთათვის, ან ამისთვის მზად მყოფი ადამიანებისთვის იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი, რომ, როდესაც საჯარო ასპარეზზე გამოდიხარ, ცხოვრების თითოეული დეტალი, თითოეული ეპიზოდი ხვდება გამადიდებლის ქვეშ და საზოგადოებას უჩნდება კითხვები. იმით თავის დამშვიდება, რომ ამ კითხვებს სვამს საპატიმრო ადგილებში მყოფი პირი ან წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ან ისეთი ბოროტმოქმედი ვინმე, ვისაც ჭკუა არ მოეკითხება, ეს არის არასერიოზული არგუმენტები. ნებისმიერ კითხვას ხელისუფლებამ უნდა გასცეს დამაჯერებელი პასუხი, დამაჯერებელი, საზოგადოებისთვის",-აღნიშნა უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია