დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 22:30:02
თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური განხილვა იმით დასრულდა, რომ საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო.
2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი კი 24 ხმა იყო.
კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობის მხრიდან კრიტიკის საგანი იყო როგორც თანხების განაწილების პრინციპი, ასევე თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები. შენიშვნები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტში ჩადებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებს.
კენჭისყრის დაწყების წინ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, რომ საბიუჯეტო პროექტის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარიყო და ბიუჯეტის მიღება ერთი თვით გადაედოთ, მანამდე კი გამოთქმულ შენიშვნებზე მთავრობასთან მუშაობა გაგრძელებულიყო.
საბოლოოდ კენჭი მაინც საბიუჯეტო პროექტს უყარეს, რომელიც შედეგით, 18 მომხრე და 21 წინააღმდეგი, ჩავარდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია