დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილსის საკრებულომ, შესაძლოა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 20:30:03
თბილსის საკრებულომ, შესაძლოა, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცოს, - ასეთი რეკომენდაციით, საკრებულოს სარევიზიო კომისიამ მიმართა .
კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც საკრებულოს სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა მიხეილ ქავთარაძემ წარადგინა, საბიუჯეტო პროექტები არის ზოგადი და ხარჯები არ არის "ჩაშლილი".
სარევიზიო კომისია საკუთარ დასკვნაში აკრიტიკებს აგრეთვე ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც სოციალურ დახმარებებსა და ვაუჩერებს ეხება. კომისია მიიჩნევს, რომ თანხები არასწორად არის გადანაწილებული.
"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მუხლი გაუშიფრავია, საუბარია მხოლოდ ზოგად საკითხებზე. საინტერესოა, არსებობს თუ არა პროექტები, ჩამოყალიბებულია თუ არა, ზუსტად რამდენი შუქნიშნის, ელექტროტაბლოს, ავტობუსის შესყიდვა იგეგმება და სავარაუდოდ, რა ღირებულების იქნება ეს შესყიდვა. კომუნალური ვაუჩერის პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ხუთი თვის განმავლობაში დენის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებში მოსახლეობის დახმარებას. თუმცა, თანხის გათვალისწინება აჯობებდა არა ამ პრინციპით, არამედ მერიის სამსახურებს უნდა ეზრუნათ და გაერკვიათ, სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ვის უფრო სჭირდება მსგავსი დახმარება. მაგალითად კომუნალური ვაუჩერის დახმარებით სარგებლობს თითქმის ყველა, მათ შორის საკრებულოს წევრები, მერიის ხელმძღვანელობა და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც ეს დახმარება არ სჭირდება", - ნათქვამია საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნაში.
კომისია ამავე დასკვნის ფარგლებში აკრიტიკებს ტრანსპორტის შეღავათიან და უფასო მომსახურების პროგრამას, სხვადასხვა რაიონებში დაგეგმილ სოციალურ დახმარებებს, წყალმომარაგების მოწესრიგების კუთხით გასაწევ ხარჯებს.
აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დაინტერესდა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულო არ დაამტკიცებს წარმოდგენილ ბიუჯეტს.
ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ განმარტა, რომ ბიუჯეტის არმიღების შემთხვევაში ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწევს წინა წელს დამტკიცებული ასიგნებების ერთი მეთორმეტედის გამოყენება.
საბიუჯეტო პროექტის განხილვის დროს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ დააფიქსირა, რომ ის წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე ესწრება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია