დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საერთაშორისო თანამეგობრობა ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერაქტს გმობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 20:00:03
საერთაშორისო თანამეგობრობა ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს. როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია ნათქვამი, ბარბაროსობას გამართლება არ აქვს.
"ამ ბარბაროსულ აქტს გამართლება არ აქვს. ნატო და რუსეთი ერთობლივად იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტერაქტების თავიდან აცილების ტექნოლოგიებზე. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით",-აღნიშნა რასმუსენმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ვოლგოგრადის ტერაქტი დაგმო ასევე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ. "მე ვმგობ ამ სასტიკ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ",-განაცხადა კოჟარამ. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რუსეთის მთავრობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ მინიონმაც მიუსამძიმრა. "დარეკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. ის შეძრულია ამ ტერაქტით", - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა.
ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში აფეთქება დღეს, 12:45 საათზე მოხდა. ბომბი მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოიყვანა. ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა და 35-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 1 ბავშვი და 1 პოლიციელია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია