დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვოლგოგრადის ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 1 ბავშვია
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 18:30:02
ბოლო მონაცემებით, ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 35-მდე დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სადგურში აფეთქება დღეს, 12:45 საათზე მოხდა. რუსეთის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ბომბი მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოიყვანა.
სამართალდამცავებმა საეჭვო გარეგნობის ქალი სადგურის შესასავლელში შენიშნეს და მისკენ გაემართნენ. სწორედ ამან აიძულა ტერორისტი თავი შესასვლელში დამონტაჟებულ მეტალოდეტექტორთან აეფეთქებინა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ თვიმთკვლელის სხეულის ნაწილები რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე მიმოიფანტა.
სამართალდამცავების განცხადებით, ტერორისტს მოსაცდელ დარბაზში შესვლა რომ მოეხერხებინა, მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდა.
რაც შეეხება დაღუპულებს, თავდაპირველად სხვადასხვა ციფრი სახელდებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, ცნობილია, რომ დაიღუპა 14 ადამიანი. აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია და ერთი პოლიციელია. დაშავებული 35 ადამიანიდან 8 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ცოტა ხნის წინ ვოლგოგრადის ჯანდაცვის სამსახურმა დაშავებულთა სია გამოაქვეყნდა. სიაში 35 ადამიანია დასახელებული.
მომხდარის გამო, ვოლგოგრადში პირველიდან 3 იანვრის ჩათვლით გლოვა გამოცხადდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამართალდამცავებს დაავალა, სასწრაფოდ დაადგინონ ტერაქტის მიზეზები, გამოავლინონ ორგანიზატორები და გადასცენ მართლმსაჯულებას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ვოლგოგრადში მომხდარი მეორე ტერაქტია. მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, დაღესტნელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ავტობუსში აიფეთქა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, 47 კი დაიჭრა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია