დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვოლგოგრადში პირველიდან 3 იანვრის ჩათვლით გლოვა გამოცხადდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 16:00:02
რკინიგზის სადგურში განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ვოლგოგრადის ოლქში 1-ელიდან 3 იანვრის ჩათვლით გლოვა გამოცხადდება, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. რკინიგზის სადგურის შესასვლელში აფეთქება დღეს, 12:45 საათზე მოხდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაიღუპა 15 ადამიანი, სხვა წყაროები კი 18 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყებიან.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 40-ს აჭარბებს. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულებს შორის კი 1 პოლიციელია.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტმა ვერ მოასწრო შემოწმების მეტალოდეტექტორის გავლა და აქედან გამომდინარე, აფეთქება სადგურის შესავლელში მოხდა.
როგორც სამართალდმცავები აცხადებენ, სწორედ რკინიგზის სადგურის უსაფრთხოების სისტემამ შეუშალა ხელი ტერორისტს სადგურის მოსაცდელ დარბაზამდე მიეღწია, სადაც უკვე მსხვერპლი ბევრად უფრო მასშტაბური იქნებოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია