დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპული მეომრების მშობლები და ომის მონაწილე ინვალიდი ფეხბურთელები მიიღო
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 19:30:03
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპული მეომრების მშობლები და ომის მონაწილე ინვალიდი ფეხბურთელები მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ვახტანგ ყოლბაიამ მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სახალწლო საჩუქრების კალათა გადასცა.
შეხვედრაზე შვილმკვდარმა დედებმა და ფეხბურთელებმა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია