დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 13:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით , დღეს, მთაწმინდის პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავზე იმყოფებოდა.
მარგველაშვილმა გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
"დღეს, მე იმ ხალხთან ერთად, რომელიც ძალიან მედგრად იდგა ქართული ისტორიის ურთულეს პერიოდში, რომელმაც სერიოზული არჩევანის, ხშირად მორალური არჩევანის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი, ამოვედი აქ, ზვიად გამსახურდიას საფლავზე და პატივი მივაგე ზვიადის ხსოვნას. ეს იყო ის პერიოდი, როცა სავარაუდოდ, გარადაიცვალა ზვიად გამსახურდია. გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ ვიღით, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ეს მოხდა სწორედ ამ პერიოდში. ასევე მერაბ კოსტავას ხსოვნასაც მივაგე პატივი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე შეფასებით, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც საოცარი სილამაზე და ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს ჩვენს ერში, ოცზე მეტი წლის წინ.
"მათი სისხლი, რომელიც ჩემის აზრით, არის უმანკო, თუ არ იქნა გამოსყიდული, თუ სიყვარულით არ მოხდა შერიგება, იმ საქციელის გამო, რომელიც მაშინ იყო ჩადენილი, გვექნება რთული მომავალი. ამიტომ მე ვცდილობ, პატივი მივაგო მათ ხსოვნას", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავთან დღეს ის პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ერთად იბრძოდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია