დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სევდია უგრეხელიძე - მე არ ვარ მერის ზემდგომი, რომ იგი გადავაყენო
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 18:30:02
მე არ ვარ მერის ზემდგომი, რომ იგი გადავაყენო, - ამის შესახებ ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ გიგი უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების აღსრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვიცე-მერის განმარტებით, დღეს გამართული შეხვედრის მიზანი იყო გამოსავლის მოძებნა იმ ვითარებიდან, რომელიც შეიქმნა სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო.
სევდია უგრეხელიძის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდნენ იურისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა საერთო დასკვნამდე მაინც ვერ მივიდნენ.
"ვინ უნდა აგოს პასუხი სამართლებრივად განჩინების შეუსრულებლობისთვის?! სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დანაშაულია. მე მაინტერესებს და ვეკითხები პროკურატურას - მე ვარ პასუხისმგებელი ამაზე და მე დამეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა?! მე მგონი ვერა, არ ვარ მე მერის ზემდგომი, რომ იგი გადავაყენო, მით უმეტეს ადმინისტრაციის უფროსი. გიგი უგულავამ უნდა გამოსცეს თავის თავზე ასეთი აქტი?! ჩემთვის ეს გაუგებარია", - აღნიშნა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
შეხვედრა უკვე დასრულდა. დისკუსიაში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1246
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია