დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოსავალი არის საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 17:00:03
ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოსავალი არის საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტმა 2014 წლის პრიორიტეტებზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების კურსი არის მეტი დემოკრატიზაცია, უფრო პასუხისმგებლიანი და უფრო ეფექტური მმართველობა და საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება.
"რა თქმა უნდა, მთავარი ამოსავალი ჩვენი პოლიტიკის არის საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება და ამისი ფორმალური დადასტურების მიღწევა უახლოეს მომავალში, რომელიც არის უკვე პარაფირებული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია