დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გაერთიანდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 12:00:02
სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, როგორც დამოუკიდებელი დიპლომატიური წარმომადგენლობის ლიკვიდაცია მოხდება და უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გაერთიანდება. ამის შესახებ საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენილ საკითხებში.
აქედან გამომდინარე, უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება გათავისუფლდება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან და დაინიშნება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანამდებობაზე.
გარდა ამისა, როტაციის ვადის გასვლის გამო, სამი საგანგებო და სრლუფლებიანი ელჩის შეცვლა მოხდება. ეს ელჩები არიან: ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ კაჭკაჭიშვილი; წმინდა საყდართან (ვატიკანში) ქეთევან ბაგრატიონი და ნიდერლანდების სამეფოში - შოთა ღვინერია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია