დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
2008 წლის ომის შესახებ ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართულ ენაზე ოფიციალურად ითარგმნება
ავტორი:
2013/დეკემბერი/25 11:30:02
ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართულ ენაზე ოფიციალურად ითარგმნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს , მას შემდეგ, რაც დასრულდება თარგამნზე მუშაობა, ტექსტის კორექტირება და შესაბამისობაში მოვა ორიგინალთან, ტექსტი გამოქვეყნდება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
აგვისტოს ომის დაწყების გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც 1000-ზე მეტი გვერდისგან შედგება, 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. დასკვნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დაიწერა.
კომისიის დასკვნის არაოფიციალური თარგმანი სხვადასხვა ქართულმა მედიასაშუალებამ და ორგანიზაციამ გააკეთა, თუმცა აქამდე ოფიციალური თარგმანი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ოფიციალურად არც რუსულ ენაზე არის ნათარგმნი.
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე იყო შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალაივინი. კომისიაში სამხედრო და იურიდიულ საკითხებში ექსპერტებიც შედიოდნენ, მათ შორის იყვნენ: ფრანგი გენერალი გილეს გალეტი, შვეიცარიელი გენერალი კრისტოფ კეჩკისი, გერმანიიდან ოტო ლუხტერჰანდტი და ენ პეტერსი, კომისიის შემადგენლობაში იყო ასევე ბრიტანელი პოლკოვნიკი კრისტოფერ ლანგტონი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია