დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო უწყებას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია
ავტორი:
2013/დეკემბერი/24 15:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე რეაგირებას ოფიციალური ცნობის მიღების შემდეგ მოახდენს. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გაზეთიდან მიღებული ინფორმაცია მისთვის ოფიციალური ცნობა არ არის.
"თუკი ასეთი რამ არსებობს და სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მაშინ უკრაინამ აღნიშნული მოქალაქეების სია საქართველოს შესაბამის უწყებაში უნდა გამოგზავნოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე სახის რეაგირებაზე. გაზეთიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე რეაქციას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს 29 მოქალაქე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ უკრაინული liga.net იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში შესვლა აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სულ 36 მოქალაქეს აეკრძალა.
"უცხოელი პიარ ტექნოლოგებისა და საპროტექტო აქტივობების სპეციალისტების უკრაინაში ხშირი ვიზტები გონივრულ შიშს იწვევს, რომ მათი მოღვაწეობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. ოპოზიციისთვის საკონსულტაციო სამსახურის გაწევით ეს პირები სხვა ქვეყნების პოლიტიკური ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას იღებენ", - ნათქვამია პარტია "რეგიონების" დეპუტატის ოლეგ ცარევის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ იაკიმენკოსა და საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარასთვის გაგზავნილ მოთხოვნაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია