დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტის შესაბამის სამსახურს დავით ლორთქიფანიძისა და კარლო კოპალიანის სხდომაზე ყოფნის საკითხის გარკვევა დაევალა
ავტორი:
2013/დეკემბერი/24 14:00:02
პარლამენტის შესაბამისი სამსახური დეპუტატების დავით ლორთქიფანიძისა და კარლო კოპალიანის დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაციის საკითხს გაარკვევს.
ამ მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ხათუნა გოგორიშვილმა მიმართა, რომლის თქმით, ლორთქიფანიძეს და კოპალიანს რეგისტაცია გავლილი აქვთ, მაგრამ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან და მათი პულტი გამოყენებულია სხვების მიერ.
საკითხის გარკვევა დავით უსუფაშვილმაც მოითხოვა. მან შესაბამისს სამსახურს დაავალა, დააზუსტოს, იმყოფებიან თუ არა გოგორიშვილის მიერ დასახელებული დეპუტატები დარბაზში ან დარბაზის უახლოეს მიდამოებში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი პულტების გამოყენების შემთხვევაში, სათანადო ზომები იქნება მიღებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია