დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 17:31:07
პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა, რომ შეკრებილი ადამიანები არის მხოლოდ მცირე ნაწილი საგარეჯოს რაიონში მცხოვრები იმ ადამიანებისა, რომლებიც ნინო ბურჯანაძეს უჭერენ მხარს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. "ამ რაიონში დიდი რაოდენობით მხარდამჭერები გვყავს. ამაზე მეტყველებს სავსე დარბაზიც და ენთუზიაზმით სავსე განწყობილებაც, რომელიც მოსახლეობაში შეინიშნება. ჩვენ ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას თბილისშიც, საგარეჯოშიც, გურჯაანშიც, თელავშიც და აბსოლუტურად ყველა რაიონსა თუ სოფელში, სადაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა. ეს მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება, ეს არის ფაქტი. მოსახლეობასთან შეხვედრა ქალბატონი ნინოს მხრიდან არ ატარებს მონოლოგის ხასიათს, იგი გულდასმით უსმენს თითოეული ადამიანის პრობლემას. ამ ხალხს ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ისინი იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მთავარი მათი მოთხოვნა, სამართლიანობის აღდგენა, კვლავ შეუსრულებელი დარჩა.ამიტომ ყველა აცნობიერებს, რომ 27 ოქტომბერი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ დღეს შეიძლება მართლაც დიდი, სერიოზული გარდატეხა მოხდეს, "- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისათვის კომენტარი პრეზიდენტობის კანდიდატმაც გააკეთა. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ის დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილია. "ვფიქრობ, ჟურნალისტებიც გრძნობდით იმ განწყობას, რომელიც იყო დარბაზში. ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ რაიონებში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველები და აზერბაიჯანლები მე ვხედავ იმ ერთობას, ურთიერთგაგებას, რომელიც არის ამ ადამიანებს შორის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აბსოლუტურად გამართული ქართულით საუბრობენ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები და მათაც აწუხებთ ანალოგიური პრობლემები, რაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს. პრობლემები არის იგივე, რაც ყველგან. ეს არის: მიწის პრობლემები, უწყლობა, უგზოობა, ძალიან მძიმე სოციალური პირობები. პრობლემა, რომ ადამიანებს არ აქვთ სამუშაო ადგილები, ისინი ვერ ახერხებენ მათ მიერვე მოყვანილი პროდუქტის გასაღებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ აწუხებთ რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ არის აღდგენილი. მე შევპირდი ამ ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვალ საგარეჯოს რაიონში 27 ოქტომბრამდე და კვლავ შევხვდები და მოვისმენ მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია