დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ოთარ ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/24 10:00:02
ოთარ ფარცხალაძე სისტემაში დღეს არ დანიშნულა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატს აინტერესებს, რატომ არ გაუჩნდა მაშინ მსგავსი კითხვები გიგი უგულავას.
ეკა ბესელიას აზრით, უგულავას განცხადება ჟვანიას საქმის და იმ კორუფციული გარიგებების გამოძახილია, რომელთა გამოძიებაზეც პროკურატურა "ძალიან საინტერესო ტემპით" მუშაობს.
"ოთარ ფარცხალაძე სისტემაში დღეს არ დანიშნულა. იგი 18 წლიდან არის სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა მათი ხელისუფლების პირობებში და მაინტერესებს, უგულავა მაშინ თუ დაინტერესდა ამ საკითხებით და მაშინ თუ გაუჩნდა ეს კითხვები. როგორც ვიცი, ფარცხალაძე ღირსების ორდენითაც არის დაჯილდოებული", - განაცხადა ბესელიამ.
გიგი უგულავამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის.
"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "გაისიგრძეგანებს ვალდებულებას, რომელიც მას, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს გააჩნია და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია