დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროფკავშირები დღეს საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგება
ავტორი:
2013/დეკემბერი/23 09:30:02
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დღეს, სასტურმო "რედისონ ბლუ ივერიაში" საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირებიდან აცნობეს, წარმოდგენილი იქნება საქართველოს პროფკავშირების მუშაობის ერთი წლის ანგარიში, დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული აქტივობები, საწარმოო დავების, უბედური შემთხვევების, დამსაქმებლებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებების, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილთა და სხვა სტატისტიკა.
დღესვე გაფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის.
ღონისძიებაზე მიწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციბის და დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია