დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
ავტორი:
2013/დეკემბერი/22 17:30:03
"ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც პარტიის ოფისში ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ განუცხადა, გიგი უგულავამ პროცესზე შესვლამდე თქვა, რომ სასამართლოზე ფართომასშტაბიანი შეტევა მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ამოღებულ იქნას ყველა სატელეფონო ჩანაწერი იმ სამართალდამცველებისა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა, ვინც დასახელდა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩანაწერები ამოღებული უნდა იყოს იმის გასარკვევად, იყო თუ არა შეხვედრა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლესა და სამართალდამცველებს შორის.
გარდა ამისა, ვაშაძე ითხოვს, ანძების გადამცემების ამოღებას იმის დასადგენად, თუ სად მოძრაობდნენ ეს ადამიანები ამ პერიოდში და იყვნენ თუ არა ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეკრებილები.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ამით შეიძლება დადგინდეს, რომ მოსამართლეებზე ხდებოდა პირდაპირი ზეწოლა, რათა "ღამის მოსამართლეები" დანიშნულიყვნენ და ღამის პირველ საათზე დაუსწრებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია