დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავასთვის უცნობია, უფლებამოსილება შეუჩერდა თუ გადაყენებულია
ავტორი:
2013/დეკემბერი/22 12:30:02
გიგი უგულავა თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სტალინის მიერ მოლოტოვის გადაყენებას ადარებს.
ამასთან, როგორც უგულავამ თბილისის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისთვის ჯერ უცნობია, უფლებამოსილება შეუჩერდა თუ გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
"არ ვიცი მოსამართლემ, ქალბატონმა დალი მეტრეველმა, უფლებამოსილება შემიჩერა თუ გადამაყენა, რადგან განჩინება ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობდი და მსოფლიო ისტორიაში ერთი მომენტი გამახსენდა, როდესაც ადამიანი შეიძლება რაღაცას აკეთებდეს და ზურგს უკან, ჰაერში გადააყენო - ასეთი რამ გააკეთა სტალინმა, როცა მოლოტოვი ჰაერში გადააყენა და მეორე შემთხვევა ვარ მე, როდესაც არც გეკითხებიან, არც იმის უფლებას გაძლევენ, რომ შენი პოზიცია დაიცვა, ელემენტარულად, შენი არგუმენტი წამოაყენო და ასე ფოსტით იგებ გადაწყვეტილებას, რომ უფლებამოსილება ან შეჩერებული გაქვს ან ხარ გადაყენებული. ამას გზა და გზა გავარკვევთ, როგორც არის", - განაცხადა გიგი უგულავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია