დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დამოუკიდებელ განაჩენს გამოიტანს
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 22:00:03
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დამოუკიდებელ განაჩენს გამოიტანს. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხდა.
მისი თქმით, ნებისმიერი პროცესი, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, თუ არ იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე და არ იქნება დაცული ყველა ის ნორმა, რომელიც არის საჭირო, ქვეყნის იმიჯისთვის ხელისშემშლელი იქნება.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ჩატარდება ისე, როგორც საჭიროა- გამჭვირვალედ, სამართლიანად, ფაქტებისა და მტკიცებულეების გათვალისწინებით და შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებელ განაჩენს გამოიტანს. როგორი იქნება ეს განაჩენი, მე ნამდვილად არ ვიცი, არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევებში. მაგრამ ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს პროცესი, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ მაღალი თანამდებობის პირი, თუ ყოფილი პოლიტიკოსი, ყველა შემთხვევაში პროცესი უნდა იყოს სამართლიანი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია