დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 18:30:02
"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა , კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ტყემალაძე პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ საუბარი ნებისმიერ მნიშნელოვან თემას შეეხება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფომრაციას, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დღეს ავთანდის ბერიძის საკითხზე იმსჯელებს, ტყემალაძე აღნიშნულს არ ადასტურებს.
"დღეს იმართება კოალიციის პოლიტსაბჭოს და არა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შესაბამისად ბერიძის საკითხი განხილული არ იქნება”,-აღნიშნა ტყემალაძე.  
დღესვე, 20:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართავს შეხვედრას.
ზურაბ ტყემალაძის თქმით, მომავალ კვირაში  რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს და მმართველი გუნდის წევრები სწორედ მომავალი კვირის სამუშაო დღის წესრიგზე იმსჯელებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1357
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია