დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველი "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს სწავლობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 15:00:03
"ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლების მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს სახალხო დამცველი სწავლობს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა "პალიტრა თV"-ს გადაცემა "ემას შოუში" ისაუბრა. სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" ავრცელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივადან" აცნობეს, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ინვესტორ კომპანია "ტრანს ელექტრიკასთან" შეხვედრის შემდეგ, "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით გადაცემაში შეფასება გააკეთა.
"წამყვანის კითხვაზე, "ხომ არ იყო ომბუდსმენის ოფისის ანგარიში "ხუდონჰესთან" დაკავშირებით ნაჩქარევი, რადგან ის მანამდე დაიწერა, სანამ სახალხო დამცველი ინვესტორ კომპანიას შეხვდებოდა და მათ არგუმენტებს მოისმენდა", _ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა: "ჩვენს ანგარიშში მივუთითებდით, რომ არ არსებობდა მოსახლეობის განსახლების გეგმა და კომპენსაციების შესახებ დეტალური სქემა, რომელიც ჩვენ არც ახლა გვაქვს. როგორც ჩანს, ეს საკითხი შემუშავების სტადიაშია.
რაც მთავარია, ინვესტორ კომპანიასთან შეხვედრის დროს აღმოჩნდა, რომ გაფორმებულია რამდენიმე ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკის სამინისტროებთან. ეს არის ჩვენი შესწავლის საგანი და დეტალური ინფორმაცია უკვე საპარლამენტო ანგარიშში აისახება. ინვესტორ კომპანიასთან შეხვედრა ძალიან კარგი იყო, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მივიღეთ უშუალოდ იმ კომპანიისგან, ვინც ამ სამუშაოს ასრულებს. საბოლოო დასკვნა ძალიან მალე იქნება და იქ გამოჩნდება, რამდენად არის ეს პროცესები სამართლებრივად მომზადებული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევალთ დისკუსიაში რომელიმე კომპანიასთან გარემოს დაცვის საკითხებზე, მაგრამ როდესაც საუბარია მოსახლეობის უფლებებსა და სამართლებრივი პროცედურების დაცვაზე, ამ მიმართულებით საკითხის შესწავლას გავაგრძელებთ," _ განაცხადა "ემას შოუში" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია