დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ სწრაფად მოხდეს საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 13:30:03
ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს საქართველოს ევროპულ სივრცეში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ჰერმან ვან რომპეის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, ჰერმან ვან რომპეის განცხადება ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტის დადასტურებაა. მინისტრის შეფასებით, ერთი ფაქტორია საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის კურსისადმი ერთგულებისა და რეფორმების შეუქცევადობისადმი დამოკიდებულების დადასტურება და მეორე ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარების მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.
"ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს საქართველოს ევროპულ სივრცეში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს გულისხმობს რეფორმების განხორციელებაში დახმარებას და ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის აღსრულებაში დაჩქარებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ჰერმან ვან რომპეის განცხადებაზე, ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხა, რომ როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის რეაქცია, საქართველოს მხრიდან იქნება მზადყოფნა, რათა გაგრძელდეს ევროინტეგრაციული პროცესები არანაკლები დინამიურობით, ვიდრე მიმდინარეობდა აქამდე და ასევე გაგრძელდეს დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.
ამასთან, ევროსაბჭოს თავმდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ გუშინ ბრიუსელში, ევროპის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ევროსაბჭო საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მხარდაჭერას უცხადებს.
"ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიისწაფვიან. ევროპის საბჭოს დღევანდილი მესიჯი არის ის, რომ მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს თავიანთ არჩევანში. ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ მათთან ხელშეკრულებების ხელმოწერა არა უგვიანეს მომავალი წლის აგვისტოსათვის", - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია