დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაშა თორდიამ სოფელ ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი მოინახულა
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 13:00:02
გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს სტუმრობდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ლაშა თორდიამ პანსიონატის ბინადრებს პირადად გადასცა ზამთრის ტანსაცმელი, ტკბილეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი, რაც სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლების მიერ, პანსიონატის საჭიროების გათვალისწინებით იქნა შეძენილი.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეგროვებინა თანხა, რათა ცოტათი მაინც გაგვეხალისებინა დამდეგი ახალი წელი პანსიონატის ბინადრებისთვის. ამ მიზნით თანამშრომლების მიერ შეგროვილი თანხით ვიყიდეთ ტანსაცმელი და ტკბილეული, რომელიც მათ დავურიგეთ", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია