დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ვადის გადმოწევა გარკვეულწილად, უკრაინის მოვლენებმაც განაპირობა
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 12:30:03
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის აზრით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ვადის აგვისტოსთვის გადმოწევა, გარკვეულწილად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმაც განაპირობა.
როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებას მიესალმება.
"ჰერმან ვან რომპეის განცხადების შემდეგ, ალბათ ყველა დავრწმუნდით, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი. თუმცა ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება როგორც ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ისე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. რა თქმა უნდა, უკრაინა არის სერიოზული ფაქტორი. მოვლენას ორი მხარე აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ამ შემთხვევაში დადებითი ფაქტორი იყო ის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს ინტეგრაციის ტორპედირების თვალსაზრისით გავლენა მოახდინა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ვადის გადმოწევა, ეს საქართველოს ხელისუფლების სერიოზულ მუშაობასაც უსვამს ხაზს. ამასთან, დოლიძე განმარტავს, რომ აღნიშნულის გამო, ქართულმა მხარემ გარკვეულწილად უნდა დააჩქაროს იმ ნაბიჯების განხორციელება და სამუშაოს შესრულება, რომლის განხორციელებაც ხელმოწერამდე პერიოდშია აუცილებელი.
ამასთან, ევროსაბჭოს თავმდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ გუშინ ბრიუსელში, ევროპის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ევროსაბჭო საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მხარდაჭერას უცხადებს.
"ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიისწაფვიან. ევროპის საბჭოს დღევანდილი მესიჯი არის ის, რომ მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს თავიანთ არჩევანში. ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ მათთან ხელშეკრულებების ხელმოწერა არა უგვიანეს მომავალი წლის აგვისტოსათვის", - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია