დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში სალექციო კურსს წარუძღვება
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 11:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლას შეუერთდება , როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე. ინფორმაციას ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ფლეტჩერის სკოლას 2014 წლის გაზაფხულის სემესტრიდან შეუერთდება. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვანი მიმართვები. ის ასევე წარუძღვება სალექციო კურსს ევროპულ მმართველობასა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე.
"მივესალმებით, პრეზიდენტ სააკაშვილის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერის შემობრძანებას ფლეტჩერისა და ტაფტის საზოგადოებაში. ის არის ჩამოყალიბებული ლიდერი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც შეცვალა საკუთარი ქვეყნის ისტორია და საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს დაუახლოვა. ასევე აღსანიშნავია მისი გავლენა რეგიონზე და რა თქმა უნდა, მსოფლიოზე", - განაცხადა ფლეტჩერის სკოლის დეკანმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა.
როგორც ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილმა 37 წლის ასაკში უსისხლო რევოლუციის შედეგად შეცვალა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი გახდა. 2013 წლის ნოემბერში მან დაასრულა ორი საპრეზიდენტო ვადა, რაც მაქსიმუმია საქართველოს კონსტიტუციის თანახმად.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვმუშაობდე ფლეტჩერის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტია ამ მიმართულებით. მე დავუბრუნდი ჩემს ფესვებს, რადგან ჩემი განათლება სწორედ სამართალსა და დიპლომატიას უკავშირდება. ასევე მომეცა შანსი, ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ბოლო წლებში დამიგროვდა, თქვენ გაგიზიაროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა ტაფტის უნივერსიტეტში 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფლეტჩერის სკოლა აშშ-ში უმაღლესი განათლების ექსკლუზიურიად პირველი სასწავლებელია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 1993 წლიდან სკოლა ამზადებს მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც კომპლექსურ გამოწვევებთან შეჭიდება მათი საერთაშორისო ურთიერთობების ინტერდისციპლინარული მოქნილი და თანამშრომლობითი მეთოდებით უხდებათ.
სკოლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ უმაღლესი კლასის ლიდერებს მსოფლიოში, ასობით ელჩის სახით. აქვთ დამსახურებული სახელი მედიაში, არიან მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურები; საერთაშორისო მშვიდობისა და თავდაცვის ინიციატივების ლიდერები; ასევე მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია