დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობა გააკრიტიკა
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 10:30:03
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებული რიგი საკანონმდებლო ინიციატივების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობა და მასთან ერთად საპარლამენტო კომიტეტები გააკრიტიკა.
საქმე ისაა, რომ პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ინიცირებული კანონპროექტების უმრავლესობა კანონის ამოქმედების ვადების გადავადებას ეხება. მაგალითად, პარლამენტს გუშინ წარედგინა საგადასახადო კანონმდებლობაში, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ", "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ", "ბუღალტრული აღიცხვისა და ფინანსური ანგარიშების აუდიტის შესახებ" კანონებსა და კიდევ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომელთა ამოცანას 1-ელი იანვრისათვის ასამოქმედებელი საკანონმდებლო ნორმების ერთი წლით და ზოგ შემთხვევაში კიდევ მეტი პერიოდით გადავადება წარმოადგენს. კანონპროექტების ნაწილი მთავრობას, ნაწილიც დეპუტატებს ეკუთვნის და მათ განხილვასა და დამტკიცებას ინიციატორები დაჩქარებული წესით - 1-ელ იანვრამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში ითხოვენ.
"კანონის ამოქმედების ვადების თაობაზე პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივები ბევრი რამის ინდიკატორია. თუ ჩვენ გამოვდივართ როლში, რომ კანონის ამოქმედების ვადები უნდა გადავავადოთ, მაშინ რაღა აზრი აქვს ამ ვადების დათქმას?!. თავს ვიტყუებთ, თითქოს რაღაცის ამოქმედებას ერთი წლით გადავავადებთ, რადგან ახლოვდება დათქმული დრო და დღის წესრიგში იგივე საკითხი დგება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან სპეციალური შეხვედრის გამართვის საჭიროებას ხედავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კრიტიკა იმის გამოც გამოთქვა, რომ მსგავსი საკითხების განხილვა პარლამენტს დეკემბრის ბოლო კვირას უწებს. "რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ამ ვადებს არ გაახანგრძლივებს?!", - იკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ გარკვეულ ფორმატში შეხვედრა გამართონ კანონპროექტის ავტორებთან და წარმოდგენილ საკითხებზე იქ იმსჯელონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია