დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ვეფხვაძე - უმრავლესობამ თავად დაადასტურა, რომ ინტერფრაქციულ ფორმატს ინტერპარტიული სჯობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/19 16:00:02
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის აზრით, მმართველმა უმრავლესობამ თავადვე დაადასტურა, რომ საარჩევნო საკითხებზე მუშაობის პროცესში, ინტერფრაქციულ ფორმატს ინტერპარტიული ფორმატი სჯობს.
ლევან ვეფხვაძე ყურადღებას იმ მემორანდუმზე ამახვილებს, რომელზეც ხელმოწერა რამდენიმე თვის წინ ინტერფრაქციული ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შესთავაზა.
"ინტერფრაქციული ჯგუფის ძალიან ცუდი გამოცდილება არსებობს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პასიურები იყვნენ. კონკრეტული ფრაქციების წარმომადგენლები შეხვედრაზე არ დადიოდნენ და ბოლოს ერთ კაცზე - ზაქარია ქუცნაშვილზე გადატყდა ყველაფერი, რომელიც პრინციპში არაფერ შუაში არ იყო. პრობლემა იმან შექმნა, რომ ეს ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა ყველა პარტიასთან კომუნიკაციას და მერე უკვე ამბები დროულად ვერ მოდიოდა. ის, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფში გვითხრეს, აი, თქვენ ეს დოკუმენტი და მოდით და ამას ხელი მოაწერეთო, ამით "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ ეს იყო არა ინტერფრაქციული, არამედ ინტერპარტიული ჯგუფი. როცა მემორანდუმის ხელმოწერაზე მიდგა საქმე, ეს იყო იმის ხაზგასმა და დემონსტრირება, რომ ადგილი ჰქონდა ზოგადად პარტიათა შეკრებას და არ იყო მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის შექმნით, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიზანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ისინი იყვნენ თანაბარუფლებიანი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები საარჩევნო კოდექსზე მუშაობის ფორმტატთან დაკავშირებით ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რომელიც ინტერფრაქციულ ჯგუფს უხელმძღვანელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია