დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/19 15:30:03
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის , ვანო მერაბიშვილის განცხადებების საფუძველზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საზოგადოებას სჭირდება სიმართლე და შესაბამისი უწყებები განცხადებებს გააკეთებენ. მისივე თქმით, თავად, დამატებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ვინაიდან ინტერესი მაღალია, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
"ივანე მერაბიშვილს აქვს თავისი უფლებები. საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული. შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება ყველა მსჯავრდებულის თუ არამსჯავრდებულის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ წარდგენილ ბრალდებასაც გამოეხმაურა. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა არ არსებობს. მისივე თქმით, ყველა ადამიანი კანონის წინაშე პასუხისმგებელი უნდა იყოს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მთავრობას, რომელ სფეროს წარმოადგენს.
"თუ არის კითხვები, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გამოძიებითაც დადგინდება სიმართლე, და სასამართლო მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას წინ ვერაფერი აღუდგება, რადგან ამის ნება აქვს საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მთავრობას და ამ საქმეში ევროკავშირის აბსოლუტურად მტკიცე მხარდაჭერა არსებობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია