დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - კანონიერი ქურდობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ამოიძირკვოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/19 13:30:02
კანონიერი ქურდობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ამოიძირკვოს და დამარცხდეს საქართველოში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრი მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლებიც ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ.
"რაც შეეხება კანონიერ ქურდობას და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმებს, ჩვენ ამ წუთში არ გვაქვს გეგმაში ამის გადახედვა. კანონიერი ქურდობა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ამოიძირკვოს და დამარცხდეს საქართველოში, იმისთვის, რომ საქართველო შედგეს ცივილიზებულ სახელმწიფოდ", - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება მოშიმშილე პატიმრების კიდევ ერთ მოთხოვნას, მათი საქმეების გადახედვას, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავბა კანონპროექტი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, ეს კანონპროექტი მზად არის და ამ თემაზე კონსულტაციები მთავრობის სხვა წევრებთან გაგრძელდება.
"მინისტრთა კაბინეტში ყველას გული შესტკივა იმაზე, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდა, ამაზე გაგრძელდება ფიქრი და მუშაობა. ამ ეტაპზე კანონპროექტი ჩვენი მხრიდან მზად არის. ერთადერთი, რაც არის დასათვლელი და ამაზე ვიმუშავებთ, არის ის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფინანსური კუთხით ამ კომისიის შექმნას", - აღნიშნა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია