დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ სხდომა გაიმართა
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 21:00:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა იმსჯელეს თბილისის შემოსავლელი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან, წყალტუბოსა და ბათუმში დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი უბნების მშენებლობასთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, გასულ წლებში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კერვალიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები არიან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია