დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება და გაგრძელდება გამარჯვებისთვის
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 14:00:02
"ახლა წავალ, წავალ-მოვალ, თუ აღარ მოვალ და მერე მოვალ,  მაგაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება და გაგრძელდება გამარჯვებისთვის" , - ასე მიმართა თბილისის მერმა, გიგი უგალავამ პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე მის მხარდამჭერებს.
როგორც უგულავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისის მერიას პაჭანიკები ვერ დაეპატრონებიან. "დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, ყველა თბილისს ებრძოდა. ეს ბრძოლა ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა, ვინც თბილისზე ხელს აღმართავდა. დღეს ხელს აღმართავენ არა ჩემზე, მე კი დიდი ხანი ვერ შევეგუე ამათ ვიგინდარობას, დღეს ხელს აღმართავენ იმ 1500 ადამიანზე, რომელიც დღე და ღამე შრომობს, რათა თბილისმა იფუნქციონიროს. მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ თბილისი ფუნქციონირებას გააგრძელებს და უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას დანარჩენ საქართველოში მთავრობა ახერხებს", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერის შეფასებით, ყველა პოლიტიკოსი დღეს უკვე გადაიქცა პოლიციელად და ქვეყანა პოლიციური სახელმწიფოსკენ მიექანება. თბილისის მერის განცხადებით, ერთადერთი ადგილი და ერთადერთი უწყება, რომელიც თავისუფალი იყო ამ პოლიციური წნეხისგან, რომელიც არ შედიოდა იმ სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც ერთპიროვნულად მართავს თვალებს მიღმა დარჩენილი ივანიშვილი, იყო, არის და იქნება თბილისის მერია.
"სწორედ ამიტომ არის ეს გავეშებული ბრძოლა თბილისის მერიის ყველა თანამშრომლის მიმართ. მე მათ რიგებში ვარ. ჩვენ ერთად ვიშრომეთ, ჩვენ ერთად გამოვიარეთ ურთულესი წლები, ჩვენ ერთად ვიდექით და ვქმნიდით ვარდების რევოლუციას. ვქმნიდით იმედს. ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ აჭარა და არც მაშინ შეგვშინებია არავისი. ჩვენ ერთად ვებრძოდით რუსეთის აგრესიას და ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია. ეს არის ის ყველაფერი, რაც შარშანდელი თოვლივით გაქრება. არავის არ ემახსოვრება. მთავარია, ამ ვიგინდარებს არ გადავაყოლოთ ქვეყანა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს", - მიმართა აქციის მონაწილეებს თბილისის მერმა, რის შემდეგაც იგი პროკურატურაში დაკითხვაზე შევიდა.
პროკურატურის შენობის წინ გიგი უგულავას მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია