დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული განვითარების სამინისტროში ხვალ სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 20:30:02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხვალ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, კომისიის წევრები სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ იმსჯელებენ. ამასთან, შეხვედრაზე იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მიწების რეგისტრირების საკითხსაც განიხილავენ.
კომისიის წევრები გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების გამგებლებისაგან გათბობით უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშსაც მოისმენენ.
სხდომას საქართვლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაესწრებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია