დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დონდუამ ვილნიუსის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 20:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ ვილნიუსის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების თემა "საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ: შესაძლებლობები და გამოწვევები" იყო. მრგვალ მაგიდაში უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მიწვეული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.
დისკუსიის დროს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეფასდა ვილნიუსის სამიტის შედეგები და აღინიშნა ნატოს 2014 წლის სამიტისთვის საქართველოს ხედვა. მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.
მაღალი შეფასება მიეცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელი საწინდარია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია