დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძეს ვანო მერაბიშვილის ნათქვამის არ სჯერა
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 18:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს ზეწოლის თაობაზე ვანო მერაბიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება არ აკვირებს, თუმცა აცხადებს , რომ მას მერაბიშვილის ნათქვამის არ სჯერა.
საგანელიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი თავს იმართლებს და აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობს.
"ადამიანები, რომლებიც მერაბიშვილის მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან, ამბობენ, რომ არ არიან დამნაშავე და მათზე ზეწოლას ახდნენ. ზოგ შემთხვევაში ეს არის სიმართლე და ზოგ შემთხვევაში, მათ მიერვე მოგონილი თემაა, რადგან თავის გამართლება ყველა სუნდა. მერაბიშვილისგან არ არის გასაკვირი, რომ ის საუბრობს თემებზე, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ჩირქს მოსცხებს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პატიმარია, რომელიც ანალოგიურს ამბობს ან ამბობდა, მაგრამ მათ ნათქვამზე ასეთი აჟიოტაჟი არ ამტყდარა. მე ერთადერთი ვიცი, რომ პროკურატურა, ის სტრუქტურები, სადაც ახალი ადამიანები მივიდნენ, არიან პროფესიონალები და საქმეს ღირსეულად გააკეთებენ, ამ ყველაფერს კი დრო გაარკვევს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია