დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იყოს დაკავებული
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 16:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იყოს დაკავებული.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, მისთვის არ არის ცნობილი,  კონკრეტულად რა ბრალდება წაუყენეს ამ პირს. "თუმცა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელსაც აქვს დღეს ადგილი, ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ სრულიად შესაძლებელია ეს დაკავებაც დაკავშირებული იყოს ამ საქმესთან. ხელისუფლებამ მრავალჯერ გამოიყენა პოლიტიკური მიზნით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებები, ეს მოხდა ამ არჩევნების წინაც", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ადამიანებიც დააკავონ, რომ როგორმე მოხდეს "ზურაბ ჟვანიას საქმის ფაბრიკაცია".
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე გუშინ დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 337-ე მუხლით, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
კობა ხარშილაძე თავის დროზე პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია