დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 09:30:02
17-18 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 26-ე რაუნდი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.
საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და იმ არალეგალურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახორციელებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების მოწყობის სახით.
მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხზე. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია