დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძემ ჯოზეფ კეის ბოდიში "რუსთავი2"-ისა და "იმედის" ეთერში უნდა მოუხადოს 
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 21:30:04
"2013 წლის 13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე - ჯოზეფ კეი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, მოპასუხე გიორგი ვაშაძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ჯოზეფ კეის სარჩელი. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მოპასუხე მხარე არ იყო გამოცხადებული და არც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ იყო სასამართლო ინფორმირებული, მხარისათვის გონივრული ვადით მოცდის მიზნით, სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.

მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამა ’’კურიერისა’’ და ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო პროგრამა ”ქრონიკის” ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მის მიერვე, 2013 წლის 24 თებერვალს გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ; მოპასუხე მხარეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად.

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ, მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია