დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ევროპის სოციალისტური პარტიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 09:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს, ევროპის სოციალისტური პარტიისა (PES) და ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D Group) წარმომადგენლებს შეხვდება. ევროპის სოციალისტური პარტიისა და ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი 15-17 დეკემბერსაა დაგეგმილი. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.
დელეგაციას ხელმძღვანელობს დემოკრატიისა და ერთობისთვის ევროპული ფორუმის პრეზიდენტი, შვედეთის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ტომმი ვეიდელიჩი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია