დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 00:00:05
ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პრემიერთან გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის ვითარება სტაბილურია და აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრობლემები ამ დრომდე რჩება ხულოში, შუახევსა და ქედაში, სადაც აღდგენითი სამუშაოების წარმოება დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება.
"აჭარას აქვს ელექტროენერგიის მიწოდების სამი ალტერნატიული წყარო, სამივე იყო დაზიანებული, კერძოდ რამდენიმე ადგილზე გაწყვეტილი. ჩვენ თქვენი დავალებით მაშინვე დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, ორი 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი "პალიასტომი 1" და "პალიასტომი 2" აღდგენილია სრულყოფილად. პირველ რიგში აღვადგინეთ თურქეთიდან შემომავალი ხაზი და 40 მეგავატს ვიღებდით თურქეთიდან, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას და ჩემს კოლეგას. ამის გამო მოგვიწია ბათუმის გრაფიკში ჩასმა, მაგრამ დღეს სრულყოფილად მიეწოდება ელექტროენერგია ბათუმს და მის გარშემო მდებარე სოფლებს. პრობლემები რჩება მხოლოდ ქედაში, ხულოსა და შუახევში, სადაც დიდთოვლობისა და ადგილზე მიუსვლელობის გამო ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ჯგუფები მობილიზებულია, ტექნიკა მობილიზებულია, საჭირო მასალა 8 ანძის აღსადგენად მზად არის", - განაცხადა კალაძემ.
მინისტრის ინფორმაცით, აღდგენითი სამუშაოების წარმოებას ხულოში, ქედასა და შუახევში დაახლოებით 10 დღე დასჭირდება . როგორც კალაძემ აღნიშნა სხვა რაიონებში პრობლემები არ არის და ელექტრომომარაგება 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გამოცხადებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სრული მობილიზაცია და საჭიროების შემთხვევაში აჭარაში მიმდინარე სამუშაოებში ჯარისკაცები და პოლიციელებიც ჩაერთვებიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია