დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ჟორჟოლიანი ახალ გუბერნატორებს დადებითად აფასებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/14 12:00:03
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი ახალ გუბერნატორებს დადებითად აფასებს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , ერთი წლის განმავლობაში ცენტრალურ ხელისუფლებას შეზღუდული ჰქონდა რეგიონებთან მუშაობა.
"რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობა ვერ თანამშრომლობდა ძველ გუბერნატორებთან, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია და იმედი გვაქვს, რომ რეგიონების განვითარებისთვის უფრო მეტი რამ გაკეთდება", - განაცხადა ჟოროლიანმა.
მისივე განმარტებით, ახალ გუბერნატორებს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ.
"მე არ ვფიქრობ, რომ ახალი გუბერნატორების დიდი ნაწილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, ისინი ამ კრიტერიუმებით არ შერჩეულან ამ თანამდებობებზე. ახალი გუბერნატორები კარგი მენეჯერები და ორგანიზატორული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანები არიან. მე ბევრ მათგანს კარგად ვიცნობ და ვიცი მათი გამოცდილების შესახებ", - განაცხადა გიორგი ჟოროლიანმა.
მისივე განმარტებით, დროა, ახალმა მთავრობამ დაიწყოს რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა ირაკლი მელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი ამ სისტემას არ ჩამოშორებია.
რაც შეეხება მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალ უფროსს აკაკი ჩხენკელს, ჟორჟოლიანის განმარტებით, ამ ადამიანს კარგი განათლება და კარგი მენეჯერული თვისებები აქვს და იმედოვნებს, რომ იგი ამ სფეროში ბევრ სასიკეთოს გააკეთებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია