დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანდერს ფოგ რასმუსენი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/14 10:00:02
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. გისურვებთ წარმატებებს და იმედის თვალით ვუყურებ მომავალში თქვენთან თანამშრომლობას", - წერს რასმუსენი წერილში, რომელსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის განმარტებით, საქართველო არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორი, როგორც ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისაკენ და როგორც ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი.
"საქართველოში ახლახან ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც მოჰყვა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს, კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და უფლება მისცა საქართველოს კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროატლანტიკური სტანდარტების მიმართულებით. მოკავშირეები მოუთმენლად ელიან თქვენთან და თქვენს მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თქვენს ქვეყანაში შემდგომ რეფორმებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა თავის წვლილს შეიტანს როგორც ქვეყნის სტაბილური წინსვლის გზაზე, რომელიც საქართველომ გვიჩვენა გასული წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების მეშვეობით, ასევე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შემდგომი თანამშრომლობის საქმეში", - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.
ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, ამგვარი თანამშრომლობა აუცილებელია ქვეყნის ამბიციური მიზნების მისაღწევად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩათვლით და ასევე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
"კიდევ ერთხელ გილოცავთ და გამოვხატავ ჩემს საუკეთესო სურვილებს თქვენს თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი შესაძლებობას, გიმასპინძლოთ ნატოს სათავო ოფისში. გულწრფელად თქვენი ანდერს ფოგ რასმუსენი", - აღნიშნულია წერილში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია