დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი შვედეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/13 14:30:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შვედეთის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით უსუფაშვილმა, სტეფან ანგერმა და ბო ბერნარდსონმა დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში შვედი კოლეგების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ცვლილება არ გამოუწვევია, შეიძლება ითქვას პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა.
რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბიუჯეტო პროცესზე და პარლამენტის როლზე ამ პროცესში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საბიუჯეტო პროცესი არ არის ერთჯერადი აქტი, პარლამენტი განიხილავს, იღებს და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს მის შესრულებაზე.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო პროცესის სწორი დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია