დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე სურგულაძე ხვალ 2013 წლის ანგარიშს წარადგენს
ავტორი:
2013/დეკემბერი/12 21:30:02
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ხვალ პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის 2013 წლის ანგარიშს წარადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი იქნება სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი სლაიდ-შოუ.
მინისტრი ასევე ისაუბრებს 2013 წლის ბოლომდე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე 2013 წლის განმავლობაში პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს უკვე მეოთხედ ხვდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია